გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევსა და ზერტში მალე სააღმზრდელო დაწესებულებები ფუნქციონირებას ნაქირავებ ფართში გააგრძლებენ. ორივე სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობა 2019 წელს იგეგმება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“გორის მერია შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის 60 საბავშვო ბაღში 5 500 – მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას.