გორის მუნიციპალიტეტის 3 ბაღში რესურსოთახი გაიხსნა

838

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სამ ატენის, კარალეთისა და გორის N6 საბავშვო ბაგა – ბაღებში, რესურსოთახები გაიხსნა, რაზეც პოლონური მხარის დაფინანსებამ 12 000 ლარზე მეტი შეადგინა.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რესურსოთახები თანამედროვე სასწავლო-მეთოდური და ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალისგან შექმნილი ინვენტარით დაკომპლექტდა. ამასთან, საბავშვო ბაღების პედაგოგებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი სასწავლო მასალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

“რესუსრსოთახების გახსნა თავისი მრავალფეროვანი სასწავლო ნივთებით, ბაღების აღსაზრდელების მრავალმხრივ განვითარებასა და სკოლისათვის მზაობის მაღალ შედეგს უზრუნველყოფს”. – აცხადებენ მერიაში.

პოლონური ორგანიზაცია “ედუკატორი“ და მისი პარტნიორი საქართველოში – საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა“, ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობასა და თანამედროვე სტანდარტების რესურსოთახების გახსნას.