გორის მერიამ, სტალინის გამზრიზე, გაზონები გააქირავა. ერთი გაზონი ელდეპოს სახინკლეს წინ მდებარეობს, სადაც ხერხეულიძის ქუჩა სტალინის გამზირს უერთდება. ხოლო მეორე გაზონი – უნივერსიტეტის შენობის გვერდით, გელდიაშვილის ქუჩაზე არსებულ მწვანე საფარს წარმოადგენს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სტალინის გამზირზე 33 კვ.მ ფართობზე გაზონი 10 წლით გაქირავდა. ყოველწლიურად მსუბუქი კონსტრუქციის მეპატრონე 1 200 ლარს გადაიხდის. ხოლო გელდიაშვილის ქუჩაზე, 12 კვ.მ ფართობზე სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე 340 ლარს გადაიხდის წელიწადში.
რაც შეეხება შიოს წყლის სკვერში არსებულ ტერიტორიას, მის გასაქირავებლად მერიამ გორის საკრებულოსგან თანხმობა ვერ მიიღო.