გორის სოფლებში ყოველდღიურად სასმელი წყლის სისტემები ზიანდება

1621

გორის მუნიციპალიტეტის წყლის სისტემების სამსახურის თანამშრომლები დღეს სოფელ ზერტში იმყოფებიან და სასმელი წყლის დაზიანებულ მილს აკეთებენ. ხვალ ისინი პატარა მეჯვრისხევში წავლენ და ანალოგიურ სამუშაოებს ჩაატარებენ. ზეგ კი, ტირძნისსა და ფხვენისში აქვთ დაგეგმილი ვიზიტი – იქაც “კაკლიანში” წყლის მილია დაზიანებული. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

წყლის სისტემების სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო მარუაშვილი ამბობს, რომ ა(ა)იპი-ს თანამშრომლებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ მუშაობს:

“ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმზე ვართ გადასული. არ არსებობს სოფელი, სადაც მსგავსი სახის პრობლემა არ გაჩნდეს. დღეს ზერტში წავედით ჰო, ხვალ მეჯვრისხევში, ზეგ ტირძნისში და ა.შ. მოძველებულია წყლის სისტემები” – აღნიშნავს ბონდო მარუაშვილი.

მიმდინარე წელს, გორის მერიამ სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის თანხები არ გამოყო. ბიუჯეტის დიდი ნაწილი, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, გზების დასაგებად გაითვალისწინეს. არანაკლებ მძიმე სიტუაციაა ქალაქის ტერიტორიაზე. ახალი გზის დაგების დროს, თბილისის, ეკ. ჯუღაშვილის, თოიძის ქუჩებზე წყალმა ამოხეთხა.