ქუთაისის მერია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებას ითვალისწინებს.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები გადიან სწავლების სხვადასხვა კურსს და სტაჟირებას სხვადასხვა დაწესებულებებში.
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ადგილზე გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და მასში შშმ პირთა ჩართულობას. მერიის ინფორმაციით, ბენეფიციართა ნაწილი უკვე სტაჟირებას გადის.
“პროექტით გათვალისწინებულია შშმ პირების გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა. როგორც ხედავთ, საკმაოდ მრავალკომპონენტიანი პროექტია. ჩვენ ვნახეთ, როგორც გადამზადების პროცესში მყოფი ბენეფიციარები, ასევე, ადგილზე მოვინახულეთ რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი რომელიც გადის სტაჟირებას. მათ აქვთ გაცილებით დიდი შანსი რომ დასაქმდნენ.”-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.