საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებს ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალურ შესაძლებლობების განვითარებას პროექტის ციკლის მართვას შეეხება.
აღნიშნული პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული, მუნიციპალურ ფონდს დაეხმარება, რათა პროექტის ციკლის მართვაში საქართველოს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები განვითარდეს მათ ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამოყალიბებაში, შესყიდვაში, მართვასა და მონიტორინგში.
ტრენინგის საბოლოო მიზანი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.