სამტრედიის მერი საბავშვო ბაღების მმართველებს შეხვდა

753

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მმართველებს შეხვდა.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მმართველებმა, ერთობლივად იმჯელეს საბავშვო ბაღებში არსებულ პირობების გაუმჯობესებასა იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლებიც სამტრედიის ბაღებში ჯერ კიდევ არსებობს. 

როგორც შეხვედრაზე ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ეტაპობრივად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველა საბავშო ბაღში მოწესრიგდება მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და სათანადოდ მოეწყობა ინფრასტრუქტურა.