ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შერწყმის საკითხის განხილვას ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

658

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათი განცხადებით, „ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, რადგან საკრებულოს თავმჯდომარე და წევრების უმრავლესობა მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის დაკვეთას ასრულებენ, სინამდვილეში კი, ქალაქის და მუნიციპალიტეტის შერწყმა არც მათ სურთ“.

სხდომაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც არაერთხელ მოუწოდეს საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს, მხარი არ დაეჭირათ ამ საკითხისთვის. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერა დემოკრატიულ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

სხდომაზე სამოქალაქო აქტივისტებმა სხვადასხვა მოწოდებების შემცველი ბანერებიც გაშალეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას განცხადებით, „ეს გადაწყვეტილება უკეთესი ზუგდიდისთვის მიიღეს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს ის პერიოდულად მართავდა“, თუმცა ნანავას მოსახლეობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით გამართული შევედრების და მოსახლეობის მოსაზრების ამსახველი რაიმე მასალა არ წარმოუდგენია.

წყარო: ინტერპრესნიუსი