შიდა ქართლის გუბერნატორის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

836

წინა სტატია

შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობის დატოვების შემეგ, აკაკი მაჭუტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. ყოფილი გუბერნატორი პრესის წარმომადგენლებს დაემშვიდობა, მისი გათავისუფლების შესახებ კი მან კომენტარი არ გააკეთა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

,,მოკლედ, ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ რეგიონში ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება თქვენთან, ჟურმალისტებთან ურთიერთობით დავიწყე და დღესაც შეგკრიბეთ იმიტომ, რომ დაგემშვიდობოთ. სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა, გისურვებთ სამსახურეობრივ წარმატებებს. რაც შეეხება ჩემს პერიოდში დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მიმდინარეობს სამუშაოები და თავის ვადებში დასრულდება.“- განაცხადა ჟურნალისტებტან შეხვედრისას აკაკი მაჭუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.