რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ხელფასი 20-30%-ით გაეზრდებათ

897

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტების სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები გაეზრდებათ.  პრემიერის თქმით, ხელფასების 20-30% ზრდის ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნება განხილული.

“დღეს მთავრობაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოდის, რომლის შედეგადაც ჩვენ 20-30%-ით გავუზრდით ხელფასებს მუნიციპალიტეტების სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს. ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.