თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ისევ ერთი კომპანია მონაწილეობს

918

წინა სტატია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის 90 დიზელზე მომუშავე ავტობუსის მიწოდების სურვილი, ისევ „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა” გამოთქვა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს. ქალაქის ბიუჯეტიდან დიზელის ავტობუსების შეძენაზე 45 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

ვაჭრობისას “თეგეტა თრაქ ენდ ბასს”ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას დაბალი ფასი არ შეუთავაზებია. შესაბამისად, თუ ტენდერი წარმატებით დასრულდა, სახელმწიფო თითო დიზელის საწვავიან ავტობუსში, ნახევარ მილიონ ლარს გადაიხდის.

მოთხოვნების მიხედვით, ავტობუსში უნდა იყოს არანაკლებ 23 დასაჯდომი სკამი, სიჩქარის გადაცემათა კოლოფი უნდა იყოს ავტომატური, ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე და გამოშვებული უნდა იყოს 2018 წელს.

კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასის” 100 პროცენტიანი წილის მფლობელი, „თეგეტა მოტორსია“.

90 დიზელზე მომუშავე ავტობუსებზე 45 მილიონიანი ტენდერი მაისშიც იყო გამოცხადებული. მაშინაც ერთადერთი მონაწილე „თეგეტა თრაქ ენდ ბასი” იყო, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიიღო.