თბილიში ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია იწყება

644

დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია სხვადასხვა რაიონებსა და ადგილებში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს.

კალაძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დღეს ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება. თავის მხრივ, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ მონაკვეთზე ათეულობით წელია ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ განხორციელებულა.

ბარათაშვილის აღმართის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, სადრენაჟო სისტემა, ბორდიურები და ტროტუარები. ასევე, მთლიანად შეიცვლება გაანთების ქსელი, განათების სისტემა, ბოძები და ჯამში 15 ათასი კვადრატული მეტრის ასფალტის საფარი შეიცვლება.

კალაძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, დაახლოებით, 3  233 000 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, მერია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლზეც იწყებს. შეგახსენებთ, რომ მარცხენა სათადარიგო ზოლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და კალაძის თქმით რამდენიმე თვეში მთლიანად დასრულდება.

“მომდევნო წელს გვინდა ცენტრალური მაგისტრალი მთლიანად გავაკეთოთ და რეაბილიტაცია ჩავუტაროთ”, – აღნიშნა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა.

“ასევე, დაიწყება რობაქიძის გამზირის, დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე მონაკვეთის, თბილისი – ნაფეტვრების გზის, ჩიქოვანის ქუჩის, შავი ზღვის ქუჩის, კოსტავა- შარტავას ქუჩებისა და ფალიაშვილის ქუჩის კაპიტალური სამუშაოები”, – განაცხადა კახა კალაძემ.