რას ამბობს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი პროკურატურაში მის გამოკითხვასთან დაკავშირებით

1104

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილიმა მინისტრმა პროკურატურაში მის გამოკითხვასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა.

“ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს”, – ნათქვამია ალავიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე.