ახალი მთავრობა 101 ხმით 12-ის წინააღმდეგ დამტკიცებულია. პარლამენტმა, ასევე, ნდობა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამასაც.
ახალი სტრუქტურით, მთავრობაში, პრემიერის გარდა, 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრია. მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა კი ასეთია:
პრემიერ-მინისტრი – მამუკა ბახტაძე;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.