ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

654

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 2.5 კმ-იანი გზის მშენებლობა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საკურორტო ზონა სრულად განიტვირთება და გადაადგილება გამარტივდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ასევე ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი 8 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას