წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე, წყალტუბოს დასაწყისში არსებული აბრის ადგილას, ახალი აბრა უნდა მოეწყოს.ამის შესახებ ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის შესასვლელში დამონტაჟებული წარწერა მოძველებულია და აუცილებელია ის ტურისტებისთვის საინტერესო აბრით ჩანაცვლდეს.
ქალაქ წყალტუბოს შესასვლელთან განსათავსებელ მიმანიშნებელი აბრის პროექტზე წყალტუბოს მუნიციპალილტეტმა კონკურსი მიმდინარე წლის 27 ივნისს გამოაცხადა.
საკონკურსო პირობების თანახმად, აბრის მოწყობის არქიტექტურული და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს.
კონკურსის ბოლო ვადა 13 ივლისია, რომლის შემდეგაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია საუკეთესო პროექტს შეარჩევს. რომლის მიხედვითაც ახალი აბრა დამონტაჟდება.