ლევან ვეფხვაძე: “სოფლებში არის ჭარბი მოსახლეობა და მათი გაწოვა ინდუსტრიულ ცენტრებში უნდა მოხდეს”

1956

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი, პარლამენტის ყოფილი წევრი ქრისტიან-დემოკრატებიდან, ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ინდუსტრიული წარმოება უნდა განვითარდეს, ხოლო სოფლებში არსებული ჭარბი მოსახლეობის ინდუსტრიულ ცენტრებში გაწოვა უნდა მოხდეს. ინფორმაციაbm.ge ავრცელებს.

მისი თქმით, ამ კუთხით საკმაოდ დიდი წყვეტა არსებობს ქვეყანაში, რადგან “საბჭოთა კავშირის” დროსაც საქართველო აგრარული ქვეყანა იყო და ვერავინ იტყვის, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული წარმატება გვქონდა.

“ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართულება უნდა იყოს ტექნოლოგიების შემოტანა, ინვესტიციების შემოტანა და ამ კუთხით ინდუსტრიული წარმოების განვითარება, რადგან დღეს სოფლებში არის ჭარბი მოსახლეობა და მათი გაწოვა ინდუსტრიულ ცენტრებში უნდა მოხდეს”,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.