სოფელ წიფლავაკეში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

643

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფლავაკეში ცენტრალური გზის ავარიული ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ზესტაფონის მერიის ცნობით, 1300 მეტრზე ბეტონის გზის საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა წყალგამტარი ცხაური. საერთო ჯამში პროექტის ღირებულება 145 976 ლარია და სამუშაოებს შპს „მიმდემი“ ასრულებს.

მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„ჩვენი მიზანია ყველა სოფელს ქონდეს გზა. ამ სოფლისთვის თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო, მაგრამ არის პროექტები, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ. საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია“, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.