მსოფლიო ბანკის მისიამ ქვემო სამგორში მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის მიმდინარეობა შეამოწმა

879

„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის” მეშვეობით განხორციელებული ქვემო სამგორის მარჯვენა მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო პროექტის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის” ხელმძღვანელი, ვილფრედ ჰანდერტმარკი, მსოფლიო ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, არჩილ ბუკიას შეხვდა.

„საქართველოს მელიორაციის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი და “საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგიის” სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების მხარდაჭერის პროგრამები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნისათვის საჭირო ღონისძიებები.