სტალინის სკვერში კასკადური შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
კერძოდ, მერიის ცნობით, იცვლება წყლის დაზიანებული მილები.
“მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მილი იყო დაზიანებული, ამიტომ დაიწყეს მისი გამოცვლა, ერთ კვირაში დასრულდება და ჩაირთვება“, – განმარტა მერიის პრესსამსახურმა.
სტალინის სკვერში არსებული შადრევნის შესახებ გასული თვის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გივი კობახიძემ აღნიშნა, რომ შადრევანი რამდენიმე დღეში ჩაირთვებოდა. მერიამ კი 28 ივნისს განაცხადა, რომ შადრევნის გამართულობას ამოწმებდნენ და მომდევნო კვირის დღეებში ამუშავდებოდა.