გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მერიის ცნობით, რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე, გზის 1070- მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საგზაო სამმართველო N1“ ახორციელებს.
პროექტი, რომლის ღირებულება 661 970 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.