ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთი გაიხსნა. 18 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, აჭარის მთავრობის და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შემოვლით გზაზე 2 გვირაბი და 15 ხიდი აშენდა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთვება და ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკმა 209 მილიონ 852 ათას 079 ლარით დააფინანსა.