ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ახალგაზრდებისა და მოზარდების დასასვენებლად ახალგორში საზაფხულო ბანაკის გახსნას აპირებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა სააგენტო ,,რესიზე” დაყრდნობით ავრცელებს.
ვებ-პორტალის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ცხინვალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფილიპ ხაჩიროვმა გააკეთა.
,,ბანაკი განთავსდება სკოლის ბაზაზე, რომელიც მდებარეობს ძმაგიგომის ხეობაში. ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და საშუალება გვექნება ერთ მონაკვეთზე 60 ადამიანი მოვათავსოთ. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები გაეცნობიან ერთმანეთს, დაამყარებენ კომუნიკაციას, ერთად დაისვენებენ და ექნებათ დამეგობრების საფუძველი”, – განაცხადა ფილიპ ხაჩიროვმა.