თბილისის მერია ახალგაზრდებს ბანაკებში დასარეგისტრირებლად იწვევს

1186

ტრადიციულად, წელსაც ვიწყებთ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, წელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ბანაკები და ლაშქრობებია დაგეგმილი.

“არაა აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია. ამ მხრივ გვაქვს არაერთი პროექტი. წელს დაგეგმილი გვაქვს ბანაკები, ლაშქრობები. ბანაკი ბაზალეთში გაიმართება, ხოლო ლაშქრობები თბილისის გარშეო.

ბანაკების 4-დღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას ტრანსპორტირებას, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. რაც შეეხება ლაშქრობებს, ხანგრძლივობა იქნება ორი დღე, ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, ინსტრუქტორების მომსახურებით და ასე შემდეგ. ამ პროგრამაზე დარეგისტრირება მერიის საიტზე 20 -დან 30 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. მინდა ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ იაქტიურონ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.