„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, მაია ბეროშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მარწყვის ახალი ბაღი გააშენა.
ბაღის გასაშენებლად სულ 50,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 11,285 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო, რომელიც სარწყავი სისტემების შესაძენად გამოიყო.
ბაღი გაშენებულია 8000 კვ.მ. და მოსავლის სახით წელს 15 ტონამდე მარწყვის მოსავალს ელოდება.