რეგიონის განვითარების ცენტრმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელშეწყობას სტუდენტებისთვის სათანადო სამსახურებში პრაქტიკის გავლის გზით, თანამშრომლობას საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებსა და სფეროებში.