გორში რვა სკვერის მოწყობა-რეაბილტაცია მიმდინარეობს

1120

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში (ვოლოგდა – 2 სკვერი), სუხიშვილის (2 სკვერი), ყიფიანის, ტყვიავის, კაჩინსკისა და სტალინის ქუჩებზე სკვერების მოწყობა – რეაბილიტაცია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

გორის მერიის ცნობით, ამ პროექტების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

ხელშეკრულებების მიხედვით სამი სკვერის: ტვიავის, კაჩინსკისა და სუხიშვილის ქუჩებზე, კეთილმოწყობის სამუშაოები ივნისის ბოლოს, ხოლო ხუთი სკვერის: ვოლოგდის დასახლება, სუხიშვილის, სტალინის და ყიფიანის ქუჩებზე, ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

წმინდაწყლის დასახლებაში (ვოლოგდა), სტალინის №5-ისა და სუხიშვილის ქუჩების მიმდებარედ, სადაც ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, პროექტების მიხედვით სავალ ბილიკებზე იგება დეკორატიული ფილები, მონტაჟდება სკამები, ნაგვის ურნები, გარე განათება და ეწყობა მწვანე საფარი.

სკვერების მოწყობა – რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა 136 028 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.