გორში რვაზე მეტ ადგილიანი საფლავის გაცემაზე გადაწყვეტილებას ქალაქის მერი მიიღებს

685

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, თუ ჭირისუფალი რვა სამარეზე მეტ ადგილიან საფლავს ითხოვს, გადაწყვეტილება საფლავის გაცემასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერმა უნდა მიიღოს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არაუმეტეს რვა სამარე. გამონაკლისი შეიძლება გათვალისწინებულ იყოს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით, რაც შეთანხმებული უნდა იყოს გორის მუნიციპალიტეტის მერთან“,- აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში.

კიდევ ერთი ცვლილება მომსახურების საფასურს უკავშირდება

ჭირისუფლმა გარდაცვლილის დასაკრძალავად უნდა მიმართოს სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას, რომელიც დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისა და გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ (გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის შემდეგ) ჭირისუფალს გამოუყოფს შესაბამისი საჭიროების რაოდენობის სამარიან საფლავს“,- აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში.