საბურთალოს რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

744

საბურთალოს რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სპორტული მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები 4 მისამართზე მიმდინარეობს.

”მოედნებზე მესამე თაობის, ხელოვნური ბალახი დაიგება, დამონტაჟდება ფეხბურთის კარები და საკალათბურთო ფარები.
2017 წელს, საბურთალოს რაიონში უკვე მოეწყო 18 სპორტული მოედანი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.