შემოდგომას თბილისს 9 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ახალაშენებულ ბაღებს უკვე მიენიჭათ ნომრები, შესააბამისად, ისინი აღსაზრდელთა სარეგისტრაციო ფორმაში აისახება. ინფორმაციას იმედინიუსი ბაგა ბაღების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი 18 ივნისს 12:00 საათზე, ხოლო მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების ნომრებია:
ნაძალადევის რაიონში, ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე – N49
საბურთალოს რაიონში – სოფელ დიღომში N67
საბურთალოს რაიონი – დიდი დიღმის მე-3 მ/რ N73
გლდანის რაიონში – სოფელი გლდანი N53
გლდანის რაიონი – მე-3 მ/რ. მ N57
ვაკის რაიონში – ნუცუბიძის მე-4 მ/რ N44
ვაკის რაიონში – წყნეთში, ბაღი N118
დიდუბის რაიონში – ზუგდიდის ქუჩა N3-ში, ბაღი N38
ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩაზე – ბაღი N68