ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების N17, N18 და N19 კორპუსების მიმდებარედ, ახალი სანიაღვრე ქსელი ეწყობა.
ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, ამ მისამართზე, სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებსა და საძირკვლებში წყალი ჩაედინებოდა.
ვაზისუბნის დასახლების N17, N18 და N19 კორპუსების მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს, ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბინული 2010“ ახორციელებს, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 52 865 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და ივლისის პირველ ნახევარში დასრულდება.