მთაწმინდაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, სასტუმროს მშენებელი 30000 ლარით დაჯარიმდა

721

წინა სტატია

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე კვირის წინ სასტუმროს მშენებლობის გამო მთის ფერდობი ჩამოიშალა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელი კომპანია 30 ათასი ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასტუმროს მშენებლობა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და სიმაღლეზე სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით მიმდინარეობდა.

ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, სასტუმროს მშენებლობის პროცესში მოხდა ფერდის ჩამოშლა, ფერდის ზედა მხარეს კი არ არის მოწყობილი სამშენებლო ღობე.

შესაბამისად, სასტუმროს მშენებელი კომპანია “„ჯიდიჯი პალასი”, დაჯარიმდა. მშენებლობა 31 მაისიდან შეჩერებულია.