მზიურის“ პარკი ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიას დაუკავშირდება და ქალაქში ერთიანი საპარკო სივრცე გაჩნდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
კალაძის თქმით, დენდროლოგიური პარკისა და ზოოპარკის კეთილმოწყობა მათი საარჩევნო დაპირება იყო.
„ზოოპარკის გადატანა წინა მერიის პირობებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის ახლოს დაიგეგმა. ჩვენ მას განვიხილავთ ერთიან კონტექსტში. ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია გვინდა „მზიურის“ პარკს დავუკავშიროთ და გახდეს ერთიანი საპარკო სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში იქნება განთავსებული”,- განაცხადა კალაძემ.