ამბროლაურის მუნიციპალიტეტს სამი ახალი ავტობუსი მოემსახურება

770

2018 წლის აგვისტოდან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მგზავრთა გადაადგილებას ახალი ავტობუსები უზრუნველყოფს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, სრულიად ახალი 3 ავტობუსი შეიძინა, რომლებიც მუნიციპალიტეტს მამ წლის 20 ივლისამდე გადმოეცემა. თითოეული სატრანსპორტო საშუალება 36 მგზავრზე იქნება გათვლილი.

მერიის ცნობით, ავტობუსების მონიტორინგს შპს ,,ახალი ტრანსპორტი“ განახორციელებს, რომლის ავტოპარკში ამ ეტაპისთვის 7  ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა სოფელში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მოძრაობს. ახალი ავტობუსები კი მგზავრებს დამატებით საშუალებას მისცემს, მინიმალურ ფასად, კომფორტულად გადაადგილდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.