ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებენ.
მერიის ცნობით, სოფელ ჭითაწყარში, კოსტავას ქუჩაზე, საავგტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზაზე, რომელიც 420 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანისაა, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. პროექტზე 250 000 ლარი დაიხარჯება.
გარდა ამისა, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც, სადაც 1023 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზა მოწესრიგდება. პროექტის ღირებულება 437 000 ლარია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ჯამურად, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 100-მდე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტი ხორციელდება.