გურჯაანის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) რეორგანიზაცია გრძელდება. ამჯერად სამი მათგანი, სამხატვრო და სამუსიკო სკოლები, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი გაერთიანდება. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
აღნიშნული საკითხი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და დეპუტატებმა მერიას რეორგანიზაციის დაწყების თანხმობა მისცეს.
მერიაში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა განმარტეს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.