ზაფხულის სეზონზე გორში 535 ახალი სანაგვე ურნა განთავსდება

742
ახალი ურნები გორის სოფლებში

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, წელს 175 სანაგვე ურნა შეიძინა, 360-ს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუგზავნის. ამის შესახებ “რადიო მოზაიკა” ავრცელებს ინფორმაციას.

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს  უფროსის გივი კობახიძის განცხადებით, ევროსტანდარტების მქონე ახალი ურნები ქალაქში განთავსდება, ძველი კონტეინერები კი სოფლებზე გადანაწილდება.

“ურნების შემოტანა უახლოეს მომავალში დაიწყება. ეს არის მწვანე ფერის პლასტმასის ურნები, რომლებიც ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. ამით ჩვენ ვცდილობთ მოსახლეობა თანდათან შევაჩვიოთ ნარჩენების შესაბამის ურნაში განთავსებას, ისე როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება“, – აცხადებს გივი ობახიძე.

ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი სანაგვე ურნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დარიგდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჯამში მუნიციპალიტეტებში 10 ათასი კონტეინერი გადანაწილდება. მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების ახალი კონტეინერების შესაძენად 5,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.