თბილისში მხატვრული მინათების 30-მდე პროექტი განხორციელდება

875

“თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, 2017 წელს მხატვრული მინათების პროექტებისათვის გამოყოფილია 1 250 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც მხატვრული მინათების 30-მდე პროექტი განხორციელდება.

2016 წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე (27) მხატვრული მინათების პროექტი უკვე განხორციელდა.

“თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, მხატვრული მინათებების პროექტი დედაქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

​გარდა მხატვრული მინათებებისა, “თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქში სტანდარტულ განათებებს LED სანათებით ჩაანაცვლებს, რითაც ელექტროენერგია 60-70%-ით დაიზოგება.

წყარო: 1tv.ge