გურჯაანელი ახალგაზრდები გასართობ ადგილებს ითხოვენ. რას შესთავაზებს მათ ხელისუფლება?

1035

ზაფხულის მოახლეობასთან ერთად გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი კვლავ დასასვენებელი ადგილების სიმცირეა. მათ სურთ, რომ გურჯაანში სკვერები და სხვადასხვა გასართობი ადგილი მოეწყოს, სადაც ერთად შეკრებას შეძლებენ.

იზრუნა თუ არა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალგაზრდებზე და რას შესთავაზებენ მათ ზაფხულში, ამის შესახებ გურჯაანის მერიაში ინფორმაცია ტელეკომპანია “გურჯაანმა” გაარკვია.