მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასის ჩამოშლას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კომპანიას, რომელიც ამ ადგილას სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, დღესვე მერიაში დაიბარებენ. ამის შესახებნ მან თბილისის მთავრობის სხდომაზ თქვა.
ადგილზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, კალაძის თქმით, სასტუმრო შენდებოდა.
“მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, ასევე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი, შევისწავლოთ რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. დღეს, დღის ბოლომდე უნდა გვქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
კლდის მასა მთაწმინდის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ჩამოიშალა.