საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, “მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში გადამზადების კურსები ჩატარდება.
აღნიშნული კურსები შემდეგი მიმართულებებით ხორციელდება: აქტივების მართვა, კაპიტალური საინვესტიციო დაგეგმვები და სივრცითი მოწყობა.
პროექტს მსოფლიო ბანკი და შვეიცარიის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კონსორციუმი – “ეკორის წარმომადგენლობა საქართველოში“, “პი-ემ სი-ჯი“ და “ჯეო გრაფიკი“ ახორციელებს.
პროექტი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.