კალაძე სიტი პარკთან დავისთვის იურისტების დაქირავებაზე განმარტებას აკეთებს

774

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე “სიტი პარკის” დავასთან დაკავშირებით იურისტების დაქირავებაზე საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს. კალაძის თქმით, თუ “სიტი პარკის” წინააღმდეგ საერთაშორისო დავა იქნება, უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“საუბარია საერთაშორისო დავაზე. იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთაშორისო დავა, ჩვენ უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი. ეს, მგონი, სიახლე არ არის და ოპოზიცია რაღაც გაურკვევლობაშია”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიაში არსებობს იურიდიულ საქმეთა სამსახური, რომლის იურისტებიც საჭიროების შემთხვევაში მერიას სასამართლო დავებისას იცავენ.

8 მაისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია “სიტი პარკთან” სამართლებრივი დავისთვის საჭირო მომსახურებას გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის მერია მომსახურებაში 800 000 ლარს დახჯავს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „სიტი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. 

10 აპრილს „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.