შუახევის მერიის ა(ა)იპ სამსახურების თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

857

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე დღეს ა(ა)იპ კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

დღევანდელ შეხვედრაზე შუახევის მერმა ა(ა)იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების ივლისის თვიდან მატება დაანონსა.

მერიის ცნობით, შუახევში ყველაზე დიდი ა(ა)იპი შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანებაა 170 თანამშრომლით, ხოლო შუახევის კულტურის ცენტრი საშტატო ერთეულით მეორეა, სადაც 140-ამდე თანმშრომელია დასაქმებული.

მერის განმარტებით ხელფასების ზრდა ხელმძღვანელობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ აჭარის ზემომთიან მუნიციპალიტეტებში ერთსა და იმავე ა(ა)იპ-ში დასაქმებულ თანამშრომლებს განსხვავებული ხელფასი არ ჰქონოდათ და ერთიანი საშტატო ბაზა ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ შუახევში სულ შვიდი ა(ა)იპ-ია, სადაც 500 თანამშრომელია დასაქმებული.