გამგეობის ინფორმაციით, სამგორის რაიონში 6 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო.
უწყების ცნობით, თითეულ ზონაში 10 ტრენაჟორია დამონტაჟებული.
ფიტნეს ზონები მოეწყო: გუმათჰესის ქ. № 10-ში; მოსკოვის გამზირის № 35-ში, № 2 კორპუსთან; ვარკეთილის მე-10 კვარტალში, № 6 კორპუსის მიმდებარედ; ვარკეთილის მე-4 მ/რ-ში, № 407 კორპუსთან; ვარკეთილის მე-4 მ/რ-ში, № 6 კორპუსთან და სოფელი წინუბანში.
როგორც სამგორის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და სხვადასხვა უბანში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას შემდეგშიც განაგრძობენ.
“ტრენაჟორებზე დაცულია უსაფრთხოების ზომები და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს”,- აცხადებენ გამგეობაში.