ხელვაჩაურის 12 სოფლის ბაღებში წყალი დაბინძურებულია

1180

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები შემოწმდა.  მუნიციპალიტეტის 12 სოფლის ბაღებში წყლის ბაქტეოროლოგიური დაბინძურება დაფიქსირდა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ამის გამო ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანება სასმელ წყალს იყიდის, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ახლა ბავშვებს საკვებს გადადუღებული წყლით უმზადებენ.

სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ მუნიციპალიტეტების ბაღები მარტში შეამოწმა. ბაღების ნაწილმა რეკომენდაციები მიიღო, ნაწილი კი დაჯარიმდა.

ყველაზე დიდი ოდენობის თანხა 6 ათასამდე ლარი ხულოს ბაღების გაერთიანებას დაეკისრა.