გურჯაანში დიდების მემორიალზე განთავსებული დაზიანებილი ჯიხურები აღადგინეს

797

წინა სტატია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანებამ დიდების მემორიალზე განთავსებული ჯიხურები, რომელიც მიმდინარე წლის მარტში დააზიანეს აღადგინეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ჯიხურები  კონსტრუქციები, რომლებიც ქალაქში ტურიზმის განვითარებასა და მცირე ბიზნესის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა, ავსტრიელმა სტუდენტებმა ააწყეს.

2017 წელს ქალაქ გურჯაანში მდებარე დიდების მემორიალზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და არქიტექტურული სამუშაო ჩატარდა, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოხალისე არქიტექტორები იყვნენ ჩართულები.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეჟინმა” იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.