თბილისის ბაღებში სახანძრო უსაფრთხოებისთვის სპეციალური აპარატურა დამონტაჟდება

743

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბაღების სააგენტო შესაბამის ინვენტარს შეისყიდის.

43 საჯარო ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად საჭირო ინვენტარის სრული ნუსხა უკვე მომზადდა და  მისი შესყიდვის უკვე მიმდინარეობს. ამასთან, არსებული მდგომარეობის მონიტორინგი კიდევ 71 ბაგა-ბაღში გრძელდება.

უწყების ცნობით, ინვენტარი კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს,  ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკური დეტალებს მოიცავს.

“ამ დროისათვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში დაცულია სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი, ინევნტარის შესყიდვის შემდეგ კი, ბაღებში სრულად იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. სამუშაოების დასრულება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება”,- აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.