დედაქალაქში პირველი ელექტროავტობუსი დღეიდან გამოჩნდება. თბილისის მერიის ცნობით, ელექტროავტობუსი სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
35-ადგილიანი, ეკოლოგიურად სუფთა ელექტროავტობუსი სატესტო რეჟიმში იმუშავებს და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად შეაფასონ, რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია მისით მგზავრობა.
პირველი ელექტროავტობუსი დედაქალაქში კომპანია „ფრეგობასმა“ შემოიყვანა. კომპანია, ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას გეგმავს. კომპანიის დირექტორის, მურმან პატარაიას თქმით, საქართველოში ზუსტად ასეთი ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება.