გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქვახვრელსა და უფლისციხეში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით, ორი სოფელში კომპანია ,,შაჰარტი”-ს წარმომადგენლები მუშაობენ. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
კომპანიამ 2018 წლის 10 სექტემბრამდე უნდა იმუშაოს. 21 თებერვალს გააფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ამ პერიოდისთვის სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ 220 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის 10 სექტემბრამდე, ხოლო კომპანიის მხრიდან არასათანადო შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, საბანკო გარანტია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე მოქმედებს.
გეგმა-გრაფიკიის ათვლა 21 თებერვლიდან დაიწყო, მოიცავს 180 დღეს და ამჟამად სამუშაოების 69-ე დღეა.