პროექტი “PUMPTRACKS” მრავალფუნქციური ველო-მოედნები თბილისში – იდეა დედაქალაქის მერიას

1529

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 146მიმდინარე, 136 დაბლოკილი და 9 განსახილველი იდეა ფიქსირდება.

ერთ-ერთი იდეის ავტორი “PUMPTRACKS მრავალფუნქციური ველო-მოედნები თბილისში” პროექტის განხილვას ითხოვს.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 2506 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია გიორგი მაღრაძის იდეა განიხილოს.

“ფამფტრეკები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული მრავალფუნქციური მოედნებია, რომლებიც რეკრეაციული და სპორტული მახასიათებლებით გამოირჩევა. მარტივი და უსაფრთხო კონსტრუქციიდან გამომდინარე მისით სარგებლობა თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვისაა შესაძლებელი. გართობის გარდა მასზე პროფესიონალი სპორცმენებიც ვარჯიშობენ და ზრდიან თაობებს ,რომლებიც იუმჯობესებენ კოორდინაციას, ფიზიკურ მომზადებას და მათი სპორტისთვის განკუთვნილ უნარებს.

ფამფტრეკებზე გადაადგილება შეუძლით: ველოსიპედებს; სკეიდბორდებს; ლონგბორდებს, როლიკებს; ე.წ. სკუტერებს (ძრავიანი მოპედები არ იგულისხმება). “ფამფტრეკის” ზედაპირზე გადაადგილება ხდება სხეულის მასის რიტმულ მოძრაობაში, რომელიც უზრუნველყოფს აჩქარებას და ბალანსს. არსებობს სამი ძირითადი სახის მასალა რითაც მზადდება “ფამფტრეკი” მიწა: რომელიც ყველაზე იაფ ვარიანტს წარმოადგენს და სარემონტო სამუშაოებისთვის ადვილია, მაგრამ აქვს ერთი ნაკლოვანება, უამინდობის პერიოდში როდესაც სველდება მასზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია და მხოლოდ ველოსიპედით თუ გაივლი. გადამუშავებული ხე: მსგავსი ფამფტრეკები ძირითადად ასაწყობ კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელსაც გადაადგილებენ ერთი სკვერიდან ან შეჯიბრიდან მეორეში, მისი ნაკლოვანებაა ადვილად დაზიანება. მისი დამზადება მიწის ფამფტრეკზე 2-3 ჯერ მეტ თანხას მოითხოვს. მოასფალტებული ზედაპირით: წარმოადგენს ყველაზე მყარ და დროში გამოცდილ საშუალებას, მისი შიგთავსი შეიძლება იყოს მიწა, ქვაღორღიც და გრუნტი რომერლსაც საგზაო მშენებლობაში იყენებენ. მას არ გააჩნია სეზონურობა და თითქმის სამუდამო ვარიანტს წარმოადგენს. ასფალტის ფამფტრეკი შედარებით მაღალ დანახარჯებს მოითხოვს, სადაც მნიშვნელოვანი ხარჯი ასფალტს უკავია. მაგრამ სარგებელი იმდენად მაღალი აქვს რომ, დღესდღეობით მოედნის ფართობი არ არის სტანდარტიზირებული, ის შეიძლება იყოს 200 მ/კვ -დან 2000მ/კვ – მდე დამოკიდებულია ფორმასა და დიზაინერის ფანტაზიაზე.

“ფამფტრეკების” არსებობა მუნიციპალურ რეკრეაციულ ზონებში, იწვევს ხალხის დადებით შეფასებას, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება კი, მოთხოვნის გაზრდას: ველოსიპედებზე, სკეიდბორდებზე, ლონგბორდებზე, როლიკებზე და სკუტერებზე. ჩნდება ახალი ეკონომიკური ჯაჭვი, ბაზარზე ჩნდებიან ინვენტარის გამქირავებლები; გამყიდველები, სარგებელს იღებს მომხმარებელიც, მიმწოდებელიც და ქვეყანაც.

მოკლედ ჩვენი გამოცდილების შესახებ საქართველოში არსებობს “ფამფტრეკის” ერთი ვარიანტი რომელიც ველომოყვარულებმა საკუთარი სახსრებით მოვაწყეთ და ავაშენეთ, იგი მიწისგანაა დამზადებული და როგორც ავღნიშნე წვიმებზე და ზამთარში ართულებს მასზე გადაადგილებას, მაგრამ ზაფხულის განმავლობაში მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ხშირად რიგია. ჩვენს ფამფტრეკზე 3-დან 65-წლამდე ადამინებს შეხვდებით, რომლებიც საათებს ატარებენ მასზე კატაობაში. 2015 წელს აშენდა და მიიღო პირვანდელი სახე. დღეს შეგვაქვს ცვლილებები და დამატებები. მუშაობის პერიოდში ვიყენებდით ტრაქტორებს, ბობქეთს, ადამიანურ რესურსებს. ამ სამი წლის განმავლობაში დავეუფლეთ უმნიშვნელოვანეს ცოდნას, “ფამფტრეკის” დიზაინის, სტრუქტურისა და ფორმის შექმნაში, რომელიც გამოცდილებასთან ერთად მოვიდა. ვეუფლებოდით უცხოურ გამოდცილებას, რომელსაც ვტესტავდით რეალურ პირობებში და საუკეთესოს ვტოვებდით. ჩვენს “ფამფტრეკს” აქვს “ფეისბუქ” გვერდი რითაც ხალხს ვაცნობთ სიახლეებს და საორგანიზაციო საკითხებს. “ფამფტრეკის” მდებარეობა: ყოფილი იპოდრომის ტერიტორია.

თბილისის მთავრობის დაინტერესების შემთხვევაში, მზადყოფნასა და სურვილს გამოვთქვამთ წარმოვადგინოთ პროექტები, აქტიურად ჩავებათ მენეჯმენტში და კოორდინაცია გავუწიოთ სამუშაო ეტაპებს. აქვე განვათავსებთ უცხოეთში არსებული “ფამფტრეკების” სურათებს ნაწილს, ნაწილს ჩვენი ნამუშევრებიდან და ხარჯთახღიცხვას: მიწის და ასფალტის “ფამფტრეკის” რაც შედარების საშუალებას მოგცემთ”- განმარტავს პროექტის ავტორი, გიორგი მაღრაძე.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა.

პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.